“მგზავრებმა” ივან ურგანტის შოუში სიმღერა “ძალა ერთობაშია” შეასრულეს (ვიდეო)

ჯგუფმა “მგზავრები” რიგით მეექვსე ალბომზე მუშაობა დაასრულა. ალბომი, რომელსაც “იასამანი” ჰქვია, 14 კომპოზიციისგან შედგება და მას პირველად უკრაინელ მსმენელს წარუდგენენ, შემდეგ კი პრეზენტაცია რუსეთში შედგება.
ჯგუფი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, მისმა წევრებმა 26 ოქტომბერს ივან ურგანტის შოუში მიიღეს მონაწილეობა, სადაც სიმღერა “ძალა ერთობაშია” შეასრულეს. ახალი ალბომის პრეზენტაცია კი უკრაინაში 13 ნოემბერს შედგება.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=7Q48cnYiR7U[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები