მადონამ “ევროვიზიაზე” ფურორი მოახდინა – როგორ გამოიყურებოდა პოპის დედოფალი და რა პროვოკაციული ნომრები შეასრულა მან

ისრაელში, “ევროვიზიის” სიმღერის კონკურსზე პოპის დედოფალი – მადონა მაყურებლის წინაშე ორი სიმღერით წარდგა. მომღერალმა ჰიპ-ჰოპ კოლექტივ Migos-ის წევრ ქუავოსთან ერთად ახალი კომპოზიცია – Future შეასრულა და, ასევე, 1989 წლის ჰიტი – Like A Prayer იმღერა. მომღერალი შოუზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.
მადონას ჩაცმულობასა და შესრულებულ ნომრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში. მიუხედავად მასპინძელ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა, მადონამ პირველ ნომრად პოპულარული ჰიტი – Like a Prayer შეასრულა. პოპის დედოფალი გოთიკურ, პროვოკაციულ სტილში იყო გამოწყობილი. შოუს დასასრულ, პერფორმანსში გამოჩნდა ორი ხელიხელგადახვეული მოცეკვავე, რომელთა ტანსაცმელზეც ისრაელისა და პალესტინის დროშები იყო გამოსახული.
შეგახსენებთ, რომ “ევროვიზიის” გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი, დუნკან ლორენსი გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=kfaugyCXuxs

კომენტარები

სხვა სიახლეები