ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა

ამირან დოლიძის რეჟისორობით შექმნილი ფილმის – “ცხოველის” მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი ახალგაზრდა, უმუშევარი კაცის რთულ ცხოვრებას ასახავს, რომელიც საკუთარ ღირებულებებს არ თმობს. ფილმი ყოფნა-არყოფნის თემაზეა შექმნილი – ერთ სხეულში ცხოვრებაზე, მაგრამ სხეულის დატოვებაზე; შესაძლებლობაზე, შეხვიდე ცხოველის სხეულში ან, თუნდაც, იმით დაიწყო, რომ მოექცე პატარა ქალაქის ინერტული ცხოვრების გავლენის ქვეშ.
ფილმში მთავარ როლს ქართველი სცენარის ავტორი და რეჟისორი – დავით ფირცხალავა თამაშობს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ლოკარნოს კინოფესტივალზე დავით ფირცხალავას სადებიუტო ნამუშევარმა – “მამა” “ოქროს ლეოპარდი” მოიპოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები