ლეკვმა პოლიციის განყოფილებაში მიტოვებული მაიმუნის ნაშიერი მიიყვანა (ვიდეო)

ლეკვმა მიტოვებული პატარა მაიმუნი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა. ცხოველები ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ქალაქ რელის პოლიციის შენობასთან აღმოაჩინა.

“ყველას გასაკვირად, ოთხფეხა ბინადარმა პრიმატი პოლიციის განყოფილებაში მოგვიყვანა და გველოდებოდა, სანამ პატარა ცხოველს შენობაში შევიყვანდით”, – ამბობს სამართალდამცველი.

ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და ვიდეორგოლში კარგად ჩანს, როგორაა მოთავსებული პატარა მაიმუნი ლეკვის ზურგზე და მშვიდად მიყვება მას.

პოლიციელები დასუსტებულ მაიმუნის ნაშიერს საკვებით გაუმასპინძლდნენ შემდეგ  გადაიყვანეს ორგანიზაციაში, სადაც მასზე სპეციალისტები იზრუნებენ.

არსებული ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა პატარა ცხოველი დედას მოაშორა, ამას ცხოველის ყელზე არსებული საბელიც ადასტურებს. ძაღლმა მაიმუნი მდინარის ნაპირას იპოვა, სწორედ ამ ადგილიდან ლეკვმა თავის ზურგზე მოკალათებული ცხოველი პოლიციის განყოფილებამდე მიიყვანა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები