დონალდ ტრამპმა “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციაში მონაწილე ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილე ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა.

“ჩვენ გავასაჯაროეთ შესანიშნავი ძაღლის სურათი, რომელმაც დიდი სამუშაო შეასრულა “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაკავებასა და ლიკვიდაციაში“, – წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი სირიის იდლიბის პროვინციაში მოკლეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები