კომპანია BE.ge-მ დომინოს თამაშში გამართული მედიატურნირის გამარჯვებულს სპეციალური პრიზი გადასცა

სპორტული ინტერნეტპორტალი „სარბიელი“ მედიასივრცეში ბრუნდება.
დღეს ამ სიახლის პრეზენტაციისთვის „სარბიელის“ გუნდმა დომინოს თამაშში პირველი მედიატურნირი გამართა.
ტურნირში 20 მედიასაშუალება მონაწილეობდა.
ქვეჯგუფებში, ნახევარფინალსა და ფინალში წყვილთა დაძაბული და აზარტული თამაშის შემდეგ საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი – „ბანკები და ფინანსები“ ( გიორგი კუკულავადა ზურაბ კუკულაძე )
II ადგილი – სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ( მიხეილ აბაიშვილი დაზაალ შათირიშვილი )
III ადგილი – ჟურნალი „დაიჯესტი“ (გიორგი ნავროზაშვილი და ირაკლი ქრისტინაშვილი )
I ადგილზე გასულ წყვილს 20-ლიტრიანი ბოცით ღვინო, ცოცხალი ცხვარი და მთავარი თასი გადაეცა.
II ადგილზე გასულმა წყვილმა, რომელმაც ფინალამდე ძლიერ კონკურენციაში მიაღწია, კომპანია BE.ge-ს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი – აეროგრილი BREVA BO-H11, ჯეპრას მაისურები და სხვა სამახსოვორო საჩუქრები მიიღო.
გამარჯვებულ წყვილს ტურნირის სპონსორმა და პარტნიორმა, კომპანიამ BE.ge-მ აეროგრილი BREVA BO-H11 გადასცა.
დანარჩენ საპრიზო ადგილებზე გასულ მოთამაშეთა წყვილებს, ასევე ყველაზე აქტიურ, ფსონებში იღბლიან და პარალელურად გამართულ სახალისო თამაშებში გამარჯვებულ გულშემატკივრებს სახალისო საჩუქრები უსახსოვრეს დომინოს ტურნირის სპონსორებმა და პარტნიორებმა:
კომპანიამ BE.ge-მ
მედიასააგენტომ Clip-Art-მა
პაბმა „ავალონმა“
კომპანიამ „ნატახტარმა“
PR სააგენტომ „ჯეპრამ“
ფრჩხილების მოვლის ცენტრმა Nail Gallery-მ
კომპანიამ „რედ ბულმა“.

კომენტარები

სხვა სიახლეები