სამხრეთ აფრიკელმა მამაკაცმა ატლანტიკის ოკეანე ნიჩბიანი ფიცრით გადაკვეთა (ფოტოკოლაჟი)

სამხრეთ აფრიკის მოქალაქემ 42 წლის კრის ბერტიშმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის პირველი ადამიანია, რომელმაც სპეციალური ფიცრით და ნიჩბით ატლანტიკის ოკეანე გადაკვეთა. ამისთვის მას 93 დღე დასჭირდა.
6 მეტრიანი ფიცარი ბრიტანელმა კონსტრუქტორმა ფილ მორისონმა დაამზადა. მისმა ფასმა 120 ათასი დოლარი შეადგინა. ფიცრის წინა ნაწილში პატარა კაიუტაა, რომელშიც ბერტიშს ეძინა, აქ მას ჰქონდა საკვები, მტკნარი წყალი და სატელიტური ტელეფონი.
ბერტიშმა 4 500 ზღვის მილი გაიარა. დღეში კრის ბერტიში საშუალოდ 70 კილომეტრს გადიოდა. ის, ძირითადად, ღამით მიცურავდა, ხოლო დღისით ისვენებდა. გზაში ბერტიში, როგორც თვითონ ამბობს „ ზვიგენებს და მარტოობას შეხვდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები