11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეგობრებთან ერთად მხიარულების, ფულის ხარჯვის დღეა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კურო
საინტერესო მომენტებით აღსავსე დღე გელით. სასურველია, ეს დღე მეგობრებთან ერთად ბუნებაში გაატაროთ. რომანტიკული სიურპრიზებიც გელით.

ტყუპი
საინტერესო დღე გელით. ეცადეთ ემოციებმა და ეიფორიამ თავი არ დაგაკარგვინოთ. განსაკუთრებით, სასიყვარულო სფეროში.

კირჩხიბი
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. გაათავისუფლეთ კარადა უსარგებლო სამოსისგან. საღამოს მეგობრებს სიახლეები გაუზიარეთ.

ლომი
მეტად დაისვენეთ. გადახედეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ზოგიერთს რომანტიკული სიურპრიზი, რომანს დაწყება ელის.

ქალწული
საინტერესო და გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. საღამო უფროს ნათესავებთან ერთად გაატარეთ. მათი რჩევები და ოჯახური ვახშამი გელით.

სასწორი
მეტად გაიღიმეთ, ნუ ნერვიულობთ, ფარული კამერა არ გიღებთ. საყვარელი ადამიანი თქვენი წარმატებით ბედნიერია.

მორიელი
რომანტიკულ განწყობაზე იქნებით დილიდან. გამონახეთ დრო ოჯახის წევრებისთვის. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.

მშვილდოსანი
შეხვედრების, ურთიერთობების დღეა. ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ, ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის.

თხის რქა
დაისვენეთ, გამოიძინეთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით მათთან ერთად გაემგზავრეთ საყიდლებზე.

მერწყული
ყველას რჩევა მოისმინეთ, მაგრამ ისე გააკეთეთ, როგორც თქვენთვის იქნება მისაღები. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

თევზები
ბავშვებთან ერთად საყიდლებზე გაემგზავრეთ. ფულის ხარჯვისთვის მოემზადეთ. საღამო საოჯახო გარემოში გაატარეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები