კიმ კარდაშიანი ფსორიაზს ებრძვის და ფოტოების გამოქვეყნებასაც არ ერიდება (ფოტო)

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ რეპერ კანიე უესტის მეუღლე, „სელებრითი” კიმ კარდაშიანი, იდეალურია და მას პრობლემები არ გააჩნია. აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის ასე. არაერთი წელია, ის ფსორიაზს ებრძვის და ამის შესახებ ღიად საუბრობს. კარდაშიანმა ახლაც, 131 მილიონი გამომწერის სამსჯავროზე, გამოფინა ბევრისთვის უჩვეულო სელფი. 38 წლის ვარსკვლავი მაკიაჟის გარეშე წარსდგა – ის ლოგინზეა წამოწოლილი.
ამას გარდა, მისი სახე წითელი ლაქებით არის დაფარული. კიმმა შესაბამისი წარწერაც გააკეთა-„ დილის ფსორიაზი“. მანამდე კი ის ყვებოდა, რომ ამ დაავადების პირველი სიმპტომები, ჯერ კიდევ, 2011 წელს აღმოაჩინა. თავიდან ეგონა, რომ ქავილის შეგრძნება კაბის ქსოვილზე რეაქცია იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. თურმე, იგივე დაავადება მის დედასაც აქვს. „პირველად, ეს ნიუ იორკში, მაღაზიის გახსნაზე აღმოვაჩინე. „ბლიოსტკებიანი“ კაბა ჩავიცვი და, მალევე, ქავილი დამეწყო. როდესაც ფეხებზეც გამიჩნდა ლაქები, დედამ მითხრა -„ვფიქრობ, შენ ფსორიაზი გაქვს“. როგორც ჩანს, კარდაშიანი ცდილობს, არ მოიწყინოს და საკმაოდ პოზიტიურად უდგება თავის პრობლემას: „ ვერაფერს ვშველი ამას. ამიტომაც, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც თავი არაკომფორტულად უნდა ვიგრძნო“, -ამბობს ვარსკვლავი.

კომენტარები

სხვა სიახლეები