კიმ კარდაშიანი ნაომი კემპბელს ბაძავს (ფოტო)

კარდაშიანების ოჯახის ყველაზე ცნობილი წევრის კიმ კარდაშიანის ჩაცმულობა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. უცხოური ტაბლოიდები ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ, რომ ვარსკვლავი სუპერმოდელ ნაომი კემპბელს ბაძავს და ხშირად იმეორებს მის “ლუქს”. ამჯერად, მან მეგობრის ქორწილის ცერემონიისთვის Versace-ს გამომწვევი კაბა შეარჩია.
როგორც აღმოჩნდა, კაბის დიზაინი 90-იან წლებში შეიქმნა და ის საზოგადოებას თავად ნაომი კემპბელმა წარუდგინა.
კარდაშიანი ხშირად ირგებს იმ სამოსს, რომელსაც პოდიუმზე კემპბელი წარადგენს, ამასთან კიმი იმეორებს იმ ჩაცმულობებს, რომლითაც ნაომი სხვადასხვა ღონისძიებაზე ჩნდებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები