კიანუ რივზმა თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შემდეგ მგზავრები გაართო

საინტერესო შემთხვევა მოხდა ამერიკაში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შემდეგ. თვითმფრინავი სან ფრანცისკოდან ლოს ანჯელესში მიფრინავდა, როდესაც, ტექნიკური დაზიანების გამო, მისი დაფრენა პატარა ქალაქ ბეიკერსფილდში გადაწყდა. დანიშნულების პუნქტიდან ეს ქალაქი 160 კილომეტრით არის დაშორებული. როგორც აღმოჩნდა, ბორტზე მსახიობი კიანუ რივზი იყო, რომელიც სულაც არ დაიბნა და არცერთ ადგილზე ჯდომა მოინდომა. თავისთვის და თავისი მგზავრებისთვის მან გამოსავალი მოიფიქრა. იმისათვის, რომ ლოს ანჯელესამდე, რამდენიმე საათით, სხვა რეისის ლოდინში დრო არ წაეგოთ, მან მგზავრებს მასთან ერთად ავტობუსით გამგზავრება შესთავაზა. შეთავაზება ყველას მოეწონა – ვინ იტყოდა უარს მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად ასეთ თავგადასავალზე? რადგან გზა დიდი იყო, მსახიობმა გადაწყვიტა, მგზავრები გაერთო. ის ხმამაღლა კითხულობდა საინტერესო ფაქტებს ბეიკერსფილდზე, „YouTube-ზე რთავდა მუსიკას “ქანთრი სტილში”, რომელიც სწორედ ამ ადგილებში დაიბადა და ყველანაირად საინტერესოს ხდიდა ამ მგზავრობას. როდესაც პირველმა მგზავრმა მიაღწია თავის გაჩერებას, კიანუმ მას ხელი ჩამოართვა და უთხრა, რომ ძალიან სასიამოვნო იყო მისი გაცნობა. ამ მგზავრობის შემდეგ, სოციალურ ქსელებში მაშინვე გავრცელდა ფოტოები, „სთორები“ და „ტვიტები“ კიანუ რივზისა და მისი სასიამოვნო ხასიათის შესახებ.

https://www.youtube.com/watch?v=xV6xc5vqs28&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები