კანიე უესტთან საკვირაო წირვაზე პოლიცია გამოიძახეს

2019 წლის იანვრიდან, რეპერი და პროდიუსერი, კანიე უესტი, ყოველკვირეულ საკვირაო წირვას ატარებს. ამ ღონისძიებაზე ის ეკლესიის მრევლს მუსიკით, ცეკვითა და საეკლესიო ქოროს გამოსვლით ახარებს. მასთან წირვაზე მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევებით არის შესაძლებელი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ბოლო კვირას, რეპერს მისმა მეზობლებმა უჩივლეს, რის გამოც კანიეს ღონისძიება გაუქმების საფრთხის წინაშე დადგა. აღმოჩნდა, რომ მეზობლებმა ხმამაღალ მუსიკას ვერ გაუძლეს. მათ პოლიციას მიმართეს. პოლიციის მისვლის შემდეგ, უესტის სტუმრებმა მაშინვე დატოვეს ტერიტორია; მათ შორის იყვნენ ორლანდო ბლუმი და ქეტი პერიც. ამ ყველაფრის გამო, რეპერს, დროებით, ამ ღონისძიების გაუქმება მოუწია.

კომენტარები

სხვა სიახლეები