კენდალ ჯენერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია

კენდალ ჯენერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელმაც 2017 წელს 22 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, _ ინფორმაციას ჟურნალი „ფორბსი“ ავრცელებს.
გასულ წელს, 22 წლის მოდელის ბიუჯეტმა, 10 მილიონი დოლარი შეადგინა, წელს კი, ჯენერმა შედეგი გააუმჯობესა და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელიც გახდა.
კენდალ ჯენერი, იმ ტოპ მოდელების სიაშია, როგორებიც არიან: ადრიანა ლიმა, ჯიჯი ჰადიდი და კრის თეინი.

კომენტარები

სხვა სიახლეები