“კარგი მოსწავლე, ნაკითხი და განათლებული – რას აცხადებს გარდაცვლილ მოზარდზე სკოლის დირექტორი

123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მე-9 კლასელი გოგონა, რომელიც მე-7 სართულიდან გადმოხტა, ტელეწამყვან ლულუ კახიანისა და გიორგი გვარჯალაძის შვილია.

როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა, თამარ ლოსაბერიძემ განუცხადა, გოგონა ბოლო დღეების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა, რაზეც დამრიგებელი ინფორმირებული იყო.

„ბოლო რამდენიმე დღეა, სკოლაში არ დადიოდა. მშობელმა დამრიგებელს დაურეკა და ინფორმაცია მიაწოდა, რომ მისი შვილი შეუძლოდ იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ბავშვი სახლში მშობლებთან ერთად იყო. ეს საშინელი ტრაგედია გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ჩვენც შოკში ვართ, გაოგნებულები. ძალიან კარგი მოსწავლე იყო, თავის ასაკთან შედარებით დიდი იყო, ნაკითხი და განათლებული. მომავლის გეგმები ჰქონდა, მოდელობას აპირებდა. არ ვიცი, რა გითხრათ, გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განუცხადა „კვირას“ სკოლის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს საბურთალოზე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის მე – 7 სართულიდან გოგონა გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები