კაილი ჯენერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა

კარდაშიანების ოჯახის წევრი, 21 წლის კაილი ჯენერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ოფიციალურად გახდა, რომელმაც ფული დამოუკიდებლად იშოვა. ამ ტიტულის წინა მფლობელი “ფეისბუქის” შემქმნელი მარკ ცუკერბერგი იყო, რომელიც მილიარდერი 23 წლის ასაკში გახდა.
კაილი ჯენერმა კოსმეტიკური კომპანია Kylie Cosmetics 2015 წელს შექმნა, ამჟამად ბრენდის ღირებულება $900 მილიონს შეადგენს. კაილი თავისი წარმატების გასაღებად სოციალურ მედიას მიიჩნევს.
სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ნაწილი თვლის, რომ ჯენერი ამ ტიტულს არ იმსახურებს, რადგან რომ არა მისი ოჯახის ცნობადობა, წარმატებას ვერ მიაღწევდა. კაილი ჯენერი კი უარყოფით კომენტარებზე პასუხობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დიდი პლატფორმა, თუმცა მემკვიდრეობით არაფერი მიუღია და 15 წლიდან თავად ზრუნავს კომპანიის განვითარებაზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები