“იქ სიშიშვლე ბუნებრივი იყო და ჩვენ არ გვასწავლეს, რომ სხეული უნდა დაგვემალა მხოლოდ იმიტომ, რომ რას იფიქრებდნენ უცხო ადამიანები” – მოდელს, რომელმაც შვილთან შიშველი ფოტოები გადაიღო პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ
“ვიქტორია სეკრეტის ანგელოზმა”, 32 წლის ელზა ჰოსკმა ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა სადაც ის შვილთან ერთად შიშველი პოზირებს.
ფოტოსესიამ კრიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია მათი თქმით ფოტოსესია პორნოგრაფიას შეიცავდა.
მოდელმა კი მათ ავადმყოფები უწოდა.
“თუ ინტერნეტში რომელიმე ავადმყოფი ფიქრობს, რომ ეს პორნოა, მაშინ იმ ადამიანის პრობლემაა და არა ჩემი. მე უარს ვამბობ ასეთ ავადმყოფ ადამიანებზე და მათი აზრის გამო შიშით ცხოვრებასარასოდეს მიგრძვნია უხერხულობა სიშიშვლის გამო. თუ გყავთ შვილი, სიშიშვლე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს ფოტო არის მშვენიერი მომენტი, რომელიც გადაიღო ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა. თუ ფიქრობთ, რომ ეს არის პორნო ან ჰაიპი, სირცხვილია თქვენი და არა ჩემი.
მე ვიზრდებოდი შვედეთში და სულ შიშველი დავდიოდი: სანაპიროებზე, სახლში, საზოგადოებაში … ეს ასე ბუნებრივი იყო და ჩვენ არ გვასწავლეს, რომ სხეული უნდა დაგვემალა მხოლოდ იმიტომ, რომ რას იფიქრებდნენ უცხო ადამიანები” – ამბობს მოდელი.