“იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ” – კესარია აბრამიძე “მის ტრანს მსოფლიოსთვის” ემზადება

“მის ტრანს მსოფლიოს” სილამაზის კონკურსში მონაწილეობას ქართველი ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე იღებს.
შესაბამისი პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს და საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს.
“საღამო მშვიდობის, პირველად მჭირდება თქვენი დახმარება მეგობრებო ამ ფოტოს სჭირდება ბევრი მოწონება და მხარდაჭერა თქვენი , შევიდეთ ამ გვერდზე და რაც შეიძლება მეტი მოწონება იმისთვის რომ გაიმარჯვოს საქართველომ და მე, მადლობა წინასწარ”. – წერს კესარია.
კონკურსის კანდიდატების სიაში აბრამიძის ფოტო უკვე გამოაქვეყნეს.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები