თურქი ვარსკვლავის შეცვლილმა გარეგნობამ თაყვანისმცემლები გააწბილა

თურქი ვარსკვლავის, მსახიობისა და მოდელის, ჩაღათაი ულუსოის შეცვლილმა გარეგნობამ თაყვანისმცემლები გააწბილა. 28 წლის ჩაღათაი ერთ-ერთ ლამაზ მამაკაცად ითვლება როგორც თურქეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, თუმცა ინტერნეტში ბოლო დროს გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ მსახიობი წონაში მნიშვნელოვნად მომატებულია.
როგორც აღმოჩნდა, წონაში მატება ულუსოის ახალ პროექტს უკავშირდება. თურქული მედიის ინფორმაციით, ჩაღათაი ახალი როლისთვის ემზადება.
როგორც თურქული მედია წერს, ულუსოი ლეგენდარული მოჭიდავის ქოჯა იუსუფის როლს შეასრულებს.
ულუსოის და ქოჯა იუსიფის სიმაღლე (188 სმ) ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ლეგენდარული მოჭიდავის წონა 138 კგ იყო და მოსალოდნელია, რომ თურქი მსახიობი ამ როლისთვის კიდევ უფრო გასუქდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები