თამარ ჩერგოლეიშვილი ბოკერიას იუბილეს ულცავს: არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ოჯახი ამდენ ხანს გაძლებდა

არასოდეს მიფიქრია, რომ ოჯახს შევქმნიდით. მითუმეტეს, არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ოჯახი ამდენ ხანს გაძლებდა,- ეს სიტყვები “ტაბულას” ხელმძღვანელსა და დეპუტატ გიგა ბოკერიას მეუღლეს თამარ ჩერგოლეიშვილს ეკუთვნის, რომელიც მან მეუღლს მისამართით დაბადების დღის აღსანიშნავად სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“My birthday boy – 1998 წლის მარტში ვნახე პირველად, მომაშტერდა მოჭუტული თვალებით – მე რიგითად ჩავთვალე და ჩემი საქმე გავაგრძელე.
სულ რაღაც ორ თვეში, საქმეში ვნახე – კამათობდა.
აი მაშინ მომნუსხა.
მას მერე, ამის კამათის ყურებას არაფერი მირჩევნია.
20 წელია ვმეგობრობთ. ყველაზე ძლიერი ადამიანია, ვისაც ვიცნობ.
იმ იშვიათთა შორისაა – ვისაც არასდროს მოვუტყუებივარ.
არასოდეს დამიგეგმავს, ან მიფიქრია, რომ ოჯახს შევქმნიდით.
მითუმეტეს, არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ოჯახი ამდენ ხანს გაძლებდა (ჩვენი ხასიათების გათვალისწინებით).
მაგრამ კი გავიდა უკვე 12 წელი, რაც ერთად ვართ.
ის ზუსტად ვიცი, რომ რაც უნდა მოხდეს – მაინც ჩემი მეგობარი იქნება,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები