შვედი მუსიკოსი Avicii გარდაიცვალა

ცნობილი შვედი DJ და მუსიკოსი Avicii გუშინ, 20 აპრილს, 28 წლის ასაკში, ომანში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას, მისი აგენტი – დიანა ბარონი Billboard-თან და Pitchfork-თან ადასტურებს.

“უდიდესი მწუხარებით გატყობინებთ, რომ ტიმ ბერგლინგი, ცნობილი როგორც Avicii, გარდაიცვალა. ის ომანის დედაქალაქ მასკატში იპოვეს. მისი ოჯახი განადგურებულია და ამ მძიმე წუთებში, ამის შესახებ მეტ ინფორმაციას არ გავავრცელებთ”,- ამბობს დიანა ბარონი.

Avicii ცნობილი 2011 წელს, მისი პირველი ჰიტით – “Levels” გახდა, რის შემდეგაც მას ხშირად იწვევდნენ მსოფლიო მასშტაბით ელექტრონული მუსიკის ფესიტვალებზე. მუსიკოსის მეორე უდიდესი ჰიტი 2013 წლის “Wake Me Up!” იყო.

2016 წელს, მუსიკოსმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დროებით ცოცხლად შესრულებაზე უარს ამბობდა. მას ხშირი სმის გამო, მწვავე პანკრეატიტი ჰქონდა. ამ განცხადების შემდეგ, Avicii-მ ლას-ვეგასის ლაივი გააუქმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები