ვის უჩვენებს პლაჟიდან კიმ კარდაშიანი სამი თითის კომბინაციას?

ცნობილმა ტელევარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა საკუთარ ინსტაგრამზე რამდენიმე თამამი ფოტო გამოაქვეყნა.
ახლა კარდაშიანი, ოჯახთან ერთად, მალიბუში ისვენებს. პლაჟზე გადაღებულ ყველა ფოტოში კიმი სალათისფერ საცურაო კოსტიუმში პოზირებს. დასთან, კორტნისთან გადაღებულ ერთობლივ ფოტოზეც სექსუალური პოზებია დაფიქსირებული.
ერთ-ერთ ფოტოზე კიმი, რომელსაც შესაძლოა, გაუთავებელი კრიტიკა და მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უკვე ძალიან მობეზრდა, კამერას უცენზურო ჟესტს – სამი თითის კომბინაციას უჩვენებს. რამ გააბრაზა და დაღალა სკანდალური ცხოვრებით ცნობილი კიმ კარდაშიანი, რომლის ქმარიც ამერიკის პრეზიდენტობაზე ოცნებობს, უცნობია.
მისი თაყვანისმცემლები ამ ჟესტს დიდად არ გაუბრაზებია, რადგან კონკრეტულად ამ ფოტომ უკვე ორ მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები