ვინ არის სამხედრო, რომელმაც იგოეთთან ავარიაში მოყოლილი 4 ადამიანი გადაარჩინა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ქართველ სამხედროზე, რომელმაც  მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოთხი მგზავრი გადაარჩინა.

„გუშინ, გამთენიისას გოჩა ნონაშვილმა, რომელიც მსახურობს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონში, კაპრალ-სპეციალისტის წოდებით, ჩაიდინა სამოქალაქო გმირობა.

მან მსუბუქი ავტომობილიდან, რომელიც იგოეთთან ხეს შეეჯახა, თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად, ამოიყვანა  მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოთხი მგზავრი და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.

მისი მოსვლის შემდეგაც აქტიურად ეხმარებოდა მედპერსონალს. სწორედ გოჩას ძალისხმევით მოხერხდა ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

აი, ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო“, – წერენ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები