ჩენინგ ტატუმი ქალიშვილისთვის ფერიას ფორმაში გამოეწყო (ფოტო)

კორონავირუსით გამოწვეული კარანტინი ბევრი მშობლისთვის შვილთან გატარებული დროის საფუძველი აღმოჩნდა მაგალითად, ცნობილი მსახიობი, ჩენინგ ტატუმი ამ დროს შვილს უძღვნიდა. 7 წლის ევერლისთვის ტატუმმა წიგნიც კი დაწერა და გამოსცა კიდეც.

მან სამაგალითო მამის როლი მოირგო და შვილის საყვარელი პერსონაჟის, ფერიას ფორმაში გამოეწყო. ჩენინგ ტატუმმა ახალი ფოტო „ინსტაგრამზე“ თავად ატვირთა.

ჩენინგ ტატუმს 7 წლის ქალიშვილი, ევერლი პირველი ქორწინებიდან ჰყავს, როდესაც ის მსახიობ ჯენა დუეინზე იყო დაქორწინებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები