„ნივა“ თოვლიდან აქლემმა ამოათრია ( ვიდეო)

რუსეთში, სადაც სიცივით ვერავის გააკვირვებ, საკმაოდ მკაცრი ზამთარია. ამასობაში უჩვეულო შემთხვევებიც ხდება. კემეროვოს ოლქში შავი თოვლი მოდიოდა, ახლა კი სარატოველებმა ინტერნეტში საოცარი ვიდეო გაავრცელეს – ავტომობილი „ნივა“, რომელიც თოვლში „ბუქსაობდა“, აქლემმა ამოიყვანა.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, უდაბნოს ეს მკვიდრი სარატოვოს ცირკიდანაა. ერთ-ერთი ადგილობრივი კი წარმოდგენების დაწყებამდე მასზე შვილებს აკატავებს ხოლმე. ვიდეო კუმისის პარკშია გადაღებული.
წელს სარატოვში ზამთარი უჩვეულოდ თოვლიანი გამოდგა. შედეგად გართულებულია ავტომობილების გადაადგილება, პრობლემებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მხრივაც. ასე რომ, ასეთ პირობებში აქლემიც შეიძლება მშვენიერი დამხმარე აღმოჩნდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები