“ეს დღეც დადგა” – თბილისის ზოოპარკი გაიხსნა

თბილისის ზოოპარკი გაიხსნა, ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაცია ინფორმაციას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს:

„ეს დღეც დადგა, თბილისის ზოოპარკი გაიხსნა

ეს ფოტო ადრე გადავიღეთ და ახლა ამოვქექეთ, გარემოებებიდან გამომდინარე.

ჩვენს დღევანდელ, ადამიანურ რეალობას ასახავს ერთგვარად.

ვოლიერში რაღაცას ვაკეთებდით და ლომები გარკვეული დროით სახლში გვყავდა გამოკეტილი. რომ მოვრჩით საქმეს, გავუღეთ.

მერე ასეთი სახეებით, ნელ-ნელა დაიწყეს გამოსვლა – ცოტა სიფრთხილით, ცოტა შიშით, ცოტა ცნობისმოყვარეობით, ცოტა ცქმუტვით. ჩვენც ასე ვართ დღეს. ნელ-ნელა გამოვდივართ – ცოტა სიფრთხილით, ცოტა შიშით, ცოტა ცნობისმოყვარეობით, ცოტა ცქმუტვით…“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები