“ნოემბრის ბოლოდან კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მოიმატებს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმანძემ “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ შემოდგომაზე კორონავირუსის შემთხვევების მატების ალბათობა დიდია და მოსახლეობამ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს:

„ყველა პროგნოზით და დიდი ალბათობით, საფრთხე იარსებებს არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ შემოდგომაზეც.

სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოდან კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მოიმატებს, რადგან დაიწყება რესპირატორული დაავადებების სეზონი და შესაბამისად, საფრთხეც გაიზრდება.

უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, დავიცვათ სოციალური დისტანცია, თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ, დახურულ სივრცეებში პირბადე ვატაროთ.

ხელის დაბანას აღარ გავიმეორებ, რადგან ეს სხვა დროსაც არ გვაწყენს“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები