ენიო მორიკონემ კვენტინ ტარანტინოს კრეტინი უწოდა

ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა ენიო მორიკონემ რეჟისორი კვენტინ ტარანტინო მწვავედ გააკრიტიკა.
კომპოზიტორი უკმაყოფილოა რეჟისორის „ქაოტური“ მუშაობის სტილით და მისი იმპულსურობით გადასაღებ მოედანზე.
ამის შესახებ გამოცემა «Playboy Germany» წერს.
„ეს ადამიანი კრეტინია. უბრალოდ იპარავს სხვების იდეებს და აერთიანებს მათ. ამაში არაფერი ორიგინალური არ არის. არ შეიძლება ის რეჟისორად მივიჩნიოთ. ამიტომ არ ღირს მისი დატოლება ჰოლივუდის დიდ მოღვაწეებთან, ის უბრალოდ ძველ კერძებს ახლებურად ამზადებს“, – აღნიშნავს კომპოზიტორი.
მორიკონეს თქმით, მას ძალიან გაუჭირდა კვენტინ ტარანტინოსთან ერთად მუშაობა გადასაღებ მოედანზე.
„ის არსაიდან ჩნდება და სურს მიიღოს მთლიანი საუნდთრეკი რამდენიმე დღეში. ეს ხომ შეუძლებელია. ამას წყობიდან გამოყავხარ“, – ამბობს მორიკონე.
აღსანიშნავია, რომ ენიო მორიკონე პასუხისმგებელი იყო საუნდთრეკზე ფილმისთვის „ჯანგო“ და ასევე არის ავტორი მუსიკისა ფილმისთვის „საძულველი რვიანი“, რომლისთვისაც 2016 წელს „ოსკარით“ დააჯილდოვეს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კვენტინ ტარანტინო გადაიღებს ფილმს „ვარსკვლავური გზა“ , რომელიც განკუთვნილია მხოლოდ 18+ ასაკის მაყურებლისთვის.

კომენტარები

სხვა სიახლეები