ელონ მასკი მსოფლიოსთვის უფასო WiFi-ის პროექტს იწყებს

SpaceX მთელი დედამიწისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებას კოსმოსიდან გეგმავს.
სამი წელია, ელონ მასკის კომპანია SpaceX Starlink-ის პროექტზე მუშაობს. კოსმოსში Tesla-ს მანქანის გაშვების შემდეგ მალევე კომპანიამ განაცხადა, რომ 17 თებერვალს დედამიწის ორბიტაზე პირველ სატელიტებს გაუშვებენ. microsat 2a და 2b შემოწმება წარმატებით გაიარეს და კალიფორნიის აერობაზიდან მათ ორბიტაზე რაკეტა Falcon 9 წაიღებს.
2017 წელს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიცია კუპერმა თქვა, რომ პროექტის ფარგლებში, პროტოტიპების საცდელი გაშვება 2018 წელს შედგებოდა. პირველი სატელიტები 2019 წლიდან ამოქმედდება. გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის პროექტი სრული დატვირთვით ამუშავდება. SpaceX ორბიტაზე 4 425 სატელიტის გაშვებას გეგმავს.
ამჟამად დედამიწის გარშემო სულ 1 500-მდე სატელიტი დაფრინავს.

წყარო:

კომენტარები

სხვა სიახლეები