ედ შირანი საიდუმლოდ დაქორწინდა

27 წლის ბრიტანელი მომღერალი ედ შირანი და მისი რჩეული ჩერი სიბორნი იანვარში დაინიშნენ. რამდენიმე დღის წინ კი გამოცემა The Sun-მა წყვილის მეგობარზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ მომღერალმა და მისმა რჩეულმა საიდუმლოდ იქორწინეს. მისი თქმით, ცერემონია საკმაოდ მოკრძალებული იყო და 40 სტუმარი ესწრებოდა.
ედ შირანმა და ჩერიმ ერთმანეთი სკოლის ასაკში გაიცნეს, თუმცა შემდეგ არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონიათ. დიდხნიანი განშორების შემდეგ, 2015 წელს მათი გზები კვლავ გადაიკვეთა და წყვილმა ერთად ყოფნა გადაწყვიტა.

კომენტარები

სხვა სიახლეები