დღეს საღამოს ყველაზე დიდი სუპერმთვარეობაა

ამაღამ, ამ ზამთრის მესამე სუპერმთვარეობაა. სავსე მთვარე სიდიდის პიკს თბილისის დროით 19:53 საათზე მიაღწევს, მაგრამ მისი თვალშისაცემი სიდიდის დანახვა მთელი ღამის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ამ მომენტში მთვარე დედამიწასთან ახლოს იმყოფება და სავსე მთვარე ჩვეულებრივთან შედარებით ათი პროცენტით დიდი გამოჩნდება.
სუპერმთვარეს უწოდებენ, როდესაც მთვარე ორბიტაზე მოძრაობისას დედამიწასთან ყველაზე ახლოს ექცევა და ამავდროულად სავსეა ამ დროს დედამიწიდან ის უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე სხვა დროს.

კომენტარები

სხვა სიახლეები