მაღალჩინოსანმა თათბირის დროს პორნო ჩართო, ხმის გათიშვა კი დაავიწყდა (ვიდეო)

ხანდახან თათბირები და სხდომები ძალიან მოსაწყენი ხდება. ამაზე არავინ დავობს და არავისთვისაა უცხო ასეთი შეკრებებისთვის მორიდებული გართობა – დოკუმენტებსა და ფურცლებზე წერა, ხატვა ან თუნდაც ფარულად „მესიჯობა“. მაგრამ უკრაინული საწარმოს ხელმძღვანელი ამ კუთხით ახალ „დონეზე“ ავიდა.
უხერხულობა ქალაქ კროპივნიცკში, ერთ-ერთი საწარმოს აპარატის თათბირზე მოხდა, რომელსაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საწარმოს ხელმძღვანელმა ანდრეი რუდნიკმა თათბირზე, როგორც ჩანს, იმდენად მოიწყინა, რომ ტელეფონით პორნოს ყურება დაიწყო. შეიძლებოდა ეს ჩუმადაც გაეკეთებინა, თუმცა ხმის გამორთვა დაავიწყდა.
ამ თათბირის, ალბათ, ყველაზე საინტერესო, სწორედ ეს მომენტი კამერამ აღბეჭდა. საწარმოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ანგარიშს წარადგენდა, რა დროსაც ქალის ხმამაღალი კვნესა გაისმა. უკანა ფლანგზე მსხდომი ადამიანები ცდილობდნენ თავაზიანები ყოფილიყვნენ, თუმცა მათ სახეებზე ღიმილი მაინც თამაშობდა.
ამ სახალისო თათბირის „შემოქმედს“ ადგილობრივი ჟურნალისტი დერეფანში დახვდა, თუმცა მაღალჩინოსანმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

https://www.youtube.com/watch?v=v1jVFkBmjQc&feature=youtu.be&fbclid=IwAR2ee_aqnqWFFhHevrEtjb3RY6rw3nsVhAjWXhtnX21tRJUl8PjP5fZCCUg

კომენტარები

სხვა სიახლეები