“დილით როცა ვიღვიძებ, არ ვიცი ვიცოცხლებ თუ არა საღამომდე” – როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელზეც 43200-ჯერ იძალადეს

კარლა ხასინტო 12 წლის იყო, როცა პირველად შეუყვარდა. ის ბევრად უფროსი იყო, პირდებოდა, რომ მთელ მსოფლიოს ფერხთით დაუფენდა, ვარსკვლავებს დაუკრეფდა, ეუბნებოდა, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელი იყო მისთვის. გულუბრყვილო კარლას სჯეროდა, რომ თუ საყვარელ მამაკაცთან ერთად გაიქცეოდა, თავს დააღწევდა სიღარიბეს. გოგონა ასეც მოიქცა და თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა.
კარლას ოცნების მამაკაცი ჩვეულებრივი სუტენიორი აღმოჩნდა. კარლასნაირი „ერთადერთი და განუმეორებელი“ უამრავი ჰყავდა. საყვარელმა მამაკაცმა კარლას დაავალა ქუჩიდან აეყვანა კლიენტები. გოგონამ უარი განუცხადა, მაგრამ მამაკაცმა ჯოხით
სასტიკად სცემა. კარლას სხეულზე ცოცხალი ადგილი აღარ ჰქონდა, ხელუხლებელი რჩებოდა მხოლოდ გოგონას სახე, რომელიც მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. მალე მამაკაცმა კარლა თავის მშობლიურ ქალაქში, სუტენიორებით სავსე ტენანსინგოში (მექსიკა) წაიყვანა და სარფიანად გაყიდა.
კარლა დილის 10 საათიდან შუაღამემდე მუშაობდა. ოთხი წლის განმავლობაში კარლა ყოველდღე 30 მამაკაცს ემსახურებოდა. გაქცევისა და ჩივილის საშუალება არ ჰქონდა. ვერავისთან იჩივლებდა – კლიენტთა უმეტესობა სწორედ პოლიციელები, სამართალდამცველები, მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და პოლიტიკოსები იყვნენ. გამოსავალს ვერ პოულობდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც იქნა, კოშმარი დასრულდა. კარლა სპეციალურად პროსტიტუციის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილმა ვოლონტიორთა ჯგუფმა გაათავისუფლა. კარლასთვის საშინელი აღმოჩნდა იმის გაცნობიერება, რომ ოთხი წლის განმავლობაში მასზე 43200-ჯერ იძალადეს.
გათავისუფლების შემდეგ კარლა თავის გადამრჩენელთა ჯგუფს შეუერთდა. ახლა ეს ახალგაზრდა გოგონა ყოველდღე იბრძვის მძლავრი მსოფლიო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც სულ უფრო მეტ ახალგაზრდას, გოგონასა თუ ბიჭს, სექსუალურ სავაჭრო საქონლად აქცევს.
განაგრძეთ კითხვა:https://reitingi.ambebi.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები