დემნა გვასალია: მე მოდის საზღვრების გაფართოებას არ ვცდილობ, უბრალოდ ვქმნი სამოსს, რომელიც გსურს, რომ ჩაიცვა

დემნა გვასალიამ მსოფლიო მოდაში თავი უკვე დაიმკვიდრა და მასზე ყველა საუბრობს, ვისაც კი მოდასთან რაიმე შეხება აქვს. მოდის კვირეულების ქუჩის ჩაცმულობაში დამსწრე სტუმრებზე ხშირად ვხედავთ მის შექმნილ სამოსს თუ აქსესუარებს. ეს კი ბევრს მეტყველებს დიზაინერის მოთხოვნადობაზე და მის პოპულარიზაციასაც აქტიურად უწყობს ხელს. ინტერვიუებს ძირითადად მისი ძმა, გურამი წერს, რომელიც დემნას ბრენდის, Vetemenets-ის ფინანსური ხელმძღვანელია. სულ მალე, ქართველი დიზაინერი სიტყვით ამერიკული “ვოგის” საპატიო წვულებაზე წარსდგება. სანამ ანა ვინტურის რჩეულის მონოლოგს მოვისმენთ, აქამდე არსებული ინტერვიუებიდან მის საუკეთესო ფრაზებს გაგაცნობთ მოდაზე.

#1

მე მოდის საზღვრების გაფართოებას არ ვცდილობ, უბრალოდ ვქმნი სამოსს, რომელიც გსურს, რომ ჩაიცვა.

#2

Balenciaga-ში მისვლისას არ ვაპირებდი ყველაფრის მოულოდნელად შეცვლას. ბრენდის “დნმ”-ის აღებასთან ერთად აბსოლიტურად ახალი რამის შექმნა დავიწყე. დიზაინერების ჯგუფთან ერთად, ბრენდის ისტორიაში ახალ თავს დავწერთ”


#3

ადრე მოდა ოცნებას ქმნიდა. ხალხი ოცნებობდა კაბებზე, რომლებიც შესაძლოა არასდროს ჩაეცვათ. მოდა ქმნიდა იდეასა და ილუზიას. ახლა ის უფრო ხშირად პროდუქტზე და თითქმის ყოველთვის მყიდველზეა ორიენტირებული.

#4

ჩემთვის მოდა ეს რაღაც პრაქტიკულია. ის რასაც იცმევენ და არა ის რითიც საკუთარ იდეებს გამოხატავენ. ამ შემთხვევაში ყველანი მხატვრები ვიქნებოდით.

#5

Maison Margiela-ში მუშაობისას ტანისამოსის სიყვარული ვისწავლე, მისი აგებულება.. შთაგონებას ვსწავლობდი ნივთებით, ისე, რომ ახლები შემექმნა.

#6

შეიძლება ჩათვალოთ, რომ რადიკალური ვარ, მაგრამ დამიჯერეთ ჩვენ ერთი და იგივე წესებით ვთამაშობთ.

#7

მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მიგდებულ ქარხნებში საუკეთესო წვულებები ტარდებოდა, ისმოდა მუსიკა, რომელსაც ჩვეულებრივ კლუბში არ უკრავენ. ეს არის ახალი თაობის ხალხი. ისინი პარიზში გაიზარდნენ, 20-30 წლამდე არიან და ყველაფერს ისე აკეთებენ როგორც სურთ. ეს “ახლებური ევროპელები” ძალიან არ ჰგავანან მათ მშობლებს და ეს ენერგიით ავსებთ.

წყარო:http://www.okmagazine.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები