გრემი 2019-ის გამარჯვებულები და საინტერესო მომენტები (ფოტო,ვიდეო)

კალიფორნიაში ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება “გრემის” 61-ე ცერემონია გაიმართა.
წლევანდელი ცერემონია ქალი შემსრულებლების სიმრავლით გამოირჩეოდა. შოუს წამყვანი მომღერალი ალიშა ქეისი იყო. გრანდიოზული შოუ დადგა 49 წლის ვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა, რომელმაც როიალზე იცეკვა. სცენაზე ამერიკის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამაც გამოჩნდა, რომელსაც დარბაზი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა.
ფანტასია ბარინომ, იოლანდა ადამსმა და ანდრა დეიმ გასულ წელს გარდაცვლილი ლეგენდარული არეტა ფრანკლინი გაიხსენეს და მისი სიმღერა “You Make Me Feel Like” შეასრულეს.
ისტორიაში შევიდა რეპერი ქარდი ბი. ის პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელმაც საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა.
ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა თავი “გრემიზეც” შეგვახსენეს. მათმა სიმღერამ “shallow” საუკეთესო დუეტის კატეგორიაში აიღო პრიზი. ლედი გაგამ, ამას გარდა, კიდევ რამდენიმე კატეგორიაში შეძლო გამარჯვება.
წლევანდელი მუსიკალურ “ოსკარად” წოდებული დაჯილდოების ნომინაციები ასე გადანაწილდა:
წლის ალბომი: Golden Hour — ქეისი მასგრეივსი

​წლის ჩანაწერი: “This Is America” — Childish Gambino

წლის სიმღერა: “This Is America”

საუკეთესო ახალი შემსრულებელი: დუა ლიპა​

საუკეთესო დუეტი: Shallow – ლედი გაგა და ბრედლი კუპერი

საუკეთესო ვოკალური შესრულება: Joanne (Where Do You Think You’re Goin’?) – ლედი გაგა

საუკეთესო ვოკალური პოპ-ალბომი: Sweetener არიანა გრანდე

საუკეთესო როკ-გამოსვლა: When Bad Does Good – კრის კორნელი

საუკეთესო როკ-კომპოზიცია: საუკეთესო როკ-ალბომი: From The Fires — Greta Van Fleet

საუკეთესო ალტერნატიული ალბომი: Colors — Beck

საუკეთესო R&B – გამოსვლა: Best Part — H.E.R. და დენიელ სეზარი

საუკეთესო ტრადიციული R&B – გამოსვლა: Bet Ain’t Worth The Hand – ლეონ ბრიჯესი; How Deep Is Your Love — პი ჯეი მორტონი, Yebba

საუკეთესო R&B -კომპოზიცია – Boo’d Up

საუკეთესო R&B – ალბომი – H.E.R. — H.E.R.

საუკეთესო რეპ-ალბომი: Invasion of Privacy — Cardi B

საუკეთესო ვიდეო: This Is America — დონალდ გლოვერი.

 

სოფიო რატიშვილი

https://www.youtube.com/watch?v=7TFRhfD5MPg

კომენტარები

სხვა სიახლეები