გოგონა, რომელსაც ერთი ფეხი აქვს „მის იტალიის“ ფინალში გავიდა (ფოტოკოლაჟი)

გოგონა, რომელსაც მხოლოდ ერთი ფეხი აქვს, სილამაზის კონკურს „მის იტალიის“ ფინალისტი გახდა. გოგონა სამ ფინალისტს შორის მოხვდა, მაგრამ საბოლოო გამარჯვება ვერ მოიპოვა.
კიარა ბორდი ამ კონკურსის ისტორიაში პირველი შშმ მონაწილეა. 18 წლის კიარას განცხადებით, მისი მონაწილეობა ამ კონკურსში უკვე დიდი გამარჯვებაა ყველასთვის.
კიარამ ფეხი 13 წლის ასაკში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგა. მას სამი მძიმე ოპერაციისა და მტანჯველი რეაბილიტაციის გადატანა მოუხდა, თუმცა ყველაფერს გაუძლო და უფრო მეტი ძალა იპოვა საკუთარ თავში. ახლა კიარა უჩვეულო, ფერად და სახალისოდ გაფორმებულ პროთეზებს, როგორც აქსესუარებს, ატარებს. მას იმედი აქვს, რომ მისი მაგალითი ბევრ სხვა ახალგაზრდას შთააგონებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები