“ქალაქი ჰგავს დაბომბილ სტალინგრადს” – გოგი წულაიამ ქუთაისში გზა დააგო

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქუთაისში, ნინოშვილის სკვერთან, აქცია-პერფორმანსი გამართა. გოგი წულაიამ აღმაშენებლის გამზირზე არსებული ერთ-ერთი თხრილი ცემენტით ამოავსო. წულაიამ, ამ ფორმით, ქალაქში დაზიანებული და მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა გააპროტესტა. ოპოზიციონერის განმარტებით, მოსახლეობამ უნდა იაქტიუროს და მთავრობას დაკისრებული მოვალეობის შესრულება მოსთხოვოს: “ქუთაისი საშინელ მდგომარეობაში – მიტოვებული შენობები და გადათხრილი გზები. ეს არის კატასტროფა, გაუსაძლისი სიტუაცია. ქალაქი ჰგავს დაბომბილ სტალინგრადს, ამიტომ, იძულებულები ვართ, ჩვენ საკუთარი სახსრებით ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის სახსრებით უნდა აკეთებდეს. ქალაქი სავსეა ორმოებით. ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ, აკეთოს ის, რაც ევალება, ან თვითონ უნდა გავაკეთოთ საქმე”, – განაცხადა წულაიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები