პეტრე კოლხი: არ ვიცი, ,,ბენტლი” ვის ეკუთვნის, მაგრამ ისეთ სასულიერო პირებს ვიცნობ, ხშირად, ოჯახში პურიც ვერ შეაქვთ

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა, რომელზეც სასულიერო პირი ძვირადღირებული “ბენტლის” ავტომანქანითაა დაფიქსირებული. სოციალურ ქსელში ამ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში წერდნენ, რომ სასულიერო პირს ასეთი მანქანა არ შეეფერება: “არ ვიცი, ,,ბენტლი” ვის ეკუთვნის, მაგრამ ისეთ სასულიერო პირებს ვიცნობ, ხშირად, ოჯახში პურიც ვერ შეაქვთ, რომ შვილები გამოკვებონ… თუ სასულიერო პირების ნაწილი გაზულუქებულად ცხოვრობს, ესეც მრევლის ბრალია. სწორედ ისინი ყოფენ ღვთის მსახურებს კატეგორიებად… მხოლოდ საკუთარი მოძღვარი მიაჩნიათ ცხონების გარანტად. სხვას კი სასაცილოდ იგდებენ… ასეთი მიდგომით, არც თვითონ მიდიან სწორი გზით და სხვასაც არასწორ წარმოდგენას უქმნიან რწმენაზე, რელიგიაზე, საეკლესიო ცხოვრებაზე. ქრისტე ერთია, ქრისტიანული მოძღვრება კი, სამწუხაროდ, იმდენი ჩამოყალიბდა, რამდენიც მღვდელია… ისე, ქრისტე რომ გაჩერებასთან იდგეს და ,,ბენტლით” ჩავუარო, დარწმუნებული ვარ, გაჩერების სურვილი არ ექნება… ღმერთო, დააჩქარე მეორედ მოსვლა, თორემ ზოგს სახლიც არ აქვს, ზამთარში თავი რომ შეაფაროს”, – წერს პეტრე კოლხი.

კომენტარები

სხვა სიახლეები