გინდა 10 ბლითი საჩუქრად? – შემოიხედე www.foodpanda.ge -ზე!

გიყვართ გემრიელი ბლითები? მაშინ არ დააყოვნოთ – კიდევ ერთი გემრიელი და მომხიბვლელი შემოთავაზება ფუდპანდასგან! შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე! რთულია გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, ასეთი შეთავაზების დროს – გამოიძახე, 2 პატარა ნიუ იორკ კომბო და მიიღებ საჩუქრად 10 უგემრიელეს ბლითს!
ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ. გამოიძახე პატარა ნიუ იორკ კომბო ფუდპანდას დახმარებით „ამერიკული ჰოთ დოგ კომპანიასგან“ და მიიღე 10 ბლითი საჩუქრად! წინ სასიამოვნო დღეები გელით….
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.
გემრიელი რეცეპტი ფუდპანდასგან -ყველაზე გემრიელი ბლითი საჭირო ინგრედიენტები ცომისთვის: რძე–500გრ, კვერცხი–2ც, შაქარი–3 ს.კ. კარაქი ნაღების ან მარგარინი–125გრ. მარილი–1, 5ჩ.კ. საფუარი–11გრ. თბილი წყალი–0, 5ჭ.1 შეკვრა ვანილი, ფქვილირამდენსაც შეიზელს, ისე რომ ცომი არ იყოს მაგარი მაგრამ ხელებზეც არ უნდა ეკროდეს.ამ რაოდენობის პროდუქტებიდან გამოდის 40 ასეთი ბლითი. მომზადება: რძე და წყალი შევურიოთ, შევაცხელოთ, ჩავყაროთ საფუარი, მარილი და 1ს.კ–შაქარი, ცოტა ფქვილი, მოვურით და გავაჩეროთ 15 წუთი რომ საფუარმა მოქმედება დაიწყოს.კვერცხი და დარჩენილი შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ გამდნარი და შეგრილებული კარაქი ან მარგარინი, ვანილი და შევაერთოთ საფუარიან მასასთან.შემდეგ თანდათან შევაზილოთ ფქვილი.მიღებული ცომი გადავიტანოთ ხის დაფაზე და ფქვილთან ერთად მანამ ვზილოთ ვიდრე არ მივიღებთ საშუალო სიმკვრივის ცომს, ისეთს რომ ხელზე არ გვეკვროდეს.დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 1.5 საათი, ვიდრე ჩვენი ცომი 2-ჯერ მაინც არ გაიზრდება მოცულობაში.თუ 1საათში ამოვიდა ცომი სასურველ ზომამდე, მაშინ უკვე მზადაა და შეგვიძლია შევუდგეთ ბლითების მომზადებას.
ამისთვის უნდა გადმოვიტანოთ ცომი ისევ ხის დაფაზე, გავაბრტყელოთ 1სმ.სისქეზე და საშუალო ზომის თხელი ჭიქით გამოვჭრათ წრეები და დავაწყოთ ზეთწასმულ ზედაპირზე რომ არ მიიკრას ძირზე.ისევ გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ მანამ ვიდრე 2ჯერ მაინც არ გაიზრდება მოცულობაში.
ავიღოთ ღრმა ქვაბი, ბლომად ჩავასხათ მასში მცენარეული ზეთი, ისე რომ ნახევარზე მაინც დაიფაროს ჩვენი ბლითები, ორივე მხრიდან შევწვათ ისე რომ ოქროსფერი გახდეს, გადმოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცზე რომ ზედმეტი ცხიმისგან განთავისუფლდეს.შეგვიძლია შაქრის პუდრა მოვაყაროთ და ისე მივირთვათ ან მჭრელი დანით გავჭრად ერთი მხრიდან შუაზე და გულსართი გავუკეთოთ.ზოგი თავიდანვე–გამოცხობამდე უკეთებს გულსართს, მაგრამ მერწმუნეთ ასე გაცილებით უკეთესია.გამოცხობაში ზოგჯერ გულსართი გამოდის გარეთ, თუ თავი კარგად არ მოუკარი.თან ასეთი ლამაზი და ჰაეროვანი არ გამოდის.(მე ასე მომზადებული მეტად მომწონს). მიირთვით გემრიელად, ვიდრე ბლითები ცხელია. foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 100-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

R

კომენტარები

სხვა სიახლეები