5 მიზეზი, რატომ უყვართ ქალებს ცუდი ბიჭები

რატომ ირჩევენ პრინცესები რეალურ ცხოვრებაში თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდების ნაცვლად უპერპექტივო, ცუდ ბიჭებს? მსგავსი კითხვები არა მარტო მშობლებს აწუხებთ, არამედ მოსიყვარულე, პასუხისმგებლიან, ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც თამაშგარე რჩებიან.

პირველი მიზეზი: თავგადასავლების წყურვილი

დღეს მოტოციკლით გაისეირნებს, ხვალ ახალ ტატუს გაიკეთებს, ორშაბათს სამსახურის ნაცვლად კი კამჩატკაზე გაემგზავრება. დიდი სანაცნობო წრე ჰყავს და ზუსტად იცის სად გაერთობით. გამოკითხვის დროს, გოგონებმა ანონიმურად აღიარეს, რომ მოსწონთ მეამბოხე ბიჭები. პატივმოყვარე, ემოციური, სკანდალური და პატარა ტრაგედიებით სავსე ცხოვრებით, ვნებიანი შერიგებებითა და მხურვალე სექსით. მოკლედ ნამდვილად არ მოიწყენთ, თუმცა საკითხავია რამდენად გაუძლებს თქვენი ფსიქიკა.

მეორე მიზეზი: დამნაშავე ბიოლოგიაა

ბუნებით გოგონები დიქტატორული, მბრძანებლური ხასიათის ბიჭებისკენ იხრებიან. ლიდერის როლს სწორედ ცუდი ბიჭები ასრულებენ – დარწმუნებულია საკუთარ თავში, დამოუკიდებელი, საოცრად მიმზიდველი და სექსუალური. სხვებთან შედარებით საკუთარ თავს მეტ უფლებას აძლევს, ენერგიული და აგრესიულია. მიუხედავად ყველა ნაკლისა, ფიქრობთ რომ სწორედ ასეთი პარტნიორი დაგიცავთ.

მესამე მიზეზი: პირადი ამბიციები

გოგონებს ჰგონიათ, რომ ასეთ ბიჭებს ყველაფერი უნდათ და მხოლოდ განსაკუთრებულ გოგონებს ირჩევენ. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ცუდი ბიჭები დიდ დროს არ კარგავენ ქალებზე, რომლებსაც ისინი არ აინტერესებთ. ნებისმიერ სექსუალურ ურთიერთობაში დომინანტები არიან. ძლიერი და საკუთარი თავით კმაყოფილი ქალი ამ ყველაფერს ვერ გაუძლებს, ამიტომ თუ “ყველაზე მაგარმა ბიჭმა” თქვენ აგირჩიათ, აქ სატრაბახო არაფერია. უფრო ზუსტად კი ადვილად ხელმისაწვდომი მსხვერპლი აღმოჩნდით.
მეოთხე მიზეზი: დამნაშავე თქვენი ფსიქოლოგიაა

საკუთარ თავში დარწმუნებულობა – აი, რა ჰმატებს ცუდ ბიჭს გამბედაობას. კარგი ბიჭი კარგად დააკვირდება გოგოს რეაქციებს ნებისმიერ მის საქციელსა თუ სიტყვაზე და შესაბამისად მოიქცევა, სექსუალური ინტერესების გამოვლენისას სიფრთხილეს გამოიჩენს. სხვა საქმეა ჩვენს ცუდ ბიჭთან ურთიერთობა – მას არაფრის ერიდება, უკომპლექსო და ბოლომდე გახსნილია. პირდაპირ მიგანიშნებთ რა სურს – ეს კი, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, გესიამოვნებათ.

მეხუთე მიზეზი: და თუ მოულოდნელად?

კარგი ბიჭი ყოველთვის გულახდილი, თავშეკავებული და მეგობრულია. რამდენიმე თვის შემდეგ კი გეჩვენებათ, რომ ნებისმიერი მისი ქმედებისა და სიტყვის განსაზღვრა შეგიძლიათ, ეს კი უკვე ძალიან მოსაწყენია. ცუდი ბიჭი სხვანაირია – გაინტრიგებთ სიტყვებითა და ქცევებით, ამიტომ არასდროს იცით რას მოიმოქმედებს, თქვენს თავში უამრავი ფიქრი ირევა.
არ ღირს თავი დაიმშვიდოთ ილუზიებით, რომ ის ზრდასრული ადამიანია და ვერ აღზრდით. სჯობს, პედაგოგიური უნარები კარგი ბიჭისკენ მიმართოთ და ასწავლოთ, რომ ხანდახან მბრძანებლური ხასიათი გამოიჩინოს.

წყარო: www.reitingi.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები