გადადის თუ არა “მაიმუნის ყვავილი” ხელის ჩამორთმევითა და გადაკოცნით: “ადამიანი გადამდებია ბოლო ორი დღე სიმპტომების გამოვლენანმდე და შემდეგ”

საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ 7 საეჭვო შემთხვევას სწავლობდნენ, საიდანაც ინფექცია არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. თუმცა ვინაიდან “მაიმუნის ყვავილი” ჯერჯერობით კვლავ ვრცელდება მსოფლიოში, ვფიქრობთ ბევრს აინტერესებს მისი გადადების გზები. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ დაავადება მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით გადადის. ამიტომაც, დავინტერესდით, გადადების რა გზები არსებობს და რა შემთხვევაშია ადამიანი რისკის ქვეშ. თემაზე ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება:

– ზოგადად, ე.წ. მაიმუნის ყვავილი არ გადადის ისე მარტივად, როგორც კორონავირუსი, გრიპის ვირუსი,
წითელა ან ჩუტყვავილა. თუმცა, მაინც
ასევე დაგაინტერესებთ
“ნებისმიერი ასეთი აფეთქება სულ იქნება და ამის გამო მუდმივად შფოთვაში ყოფნა არ შეიძლება” – მაია ბუწაშვილი მაიმუნის ყვავილის შესახებ ვრცელ განმარტებას აკეთებს

“ნებისმიერი ასეთი აფეთქება სულ იქნება და ამის გამო მუდმივად შფოთვაში ყოფნა არ შეიძლება” – მაია ბუწაშვილი მაიმუნის ყვავილის შესახებ ვრცელ განმარტებას აკეთებს
მითები და რეალობა მაიმუნის ყვავილის შესახებ – არჩილ მარშანიას განმარტებები
მითები და რეალობა მაიმუნის ყვავილის შესახებ – არჩილ მარშანიას განმარტებები
საყურადღებოა. ძირითადად, გადადება ხდება, როდესაც კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან გვაქვს. თუ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტი, ანუ 1 მეტრზე ახლო კონტაქტი გვაქვს და ეს კონტაქტი მინიმუმ 1 საათს გრძელდება, ასეთ დროს არის რისკი, რომ წვეთოვანი გზით დავინფიცირდეთ. ანუ, გადადება ხდება მაშინ, როდესაც მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი გვაქვს. მეორე, თუ ადამიანს უკვე აქვს სპეციფიკური გამონაყარი და ამ გამონაყარს შევეხებით და შემდეგ ხელი მოხვდება ჩვენს ლორწოვანზე, მაგალითად, თვალზე, პირის ღრუში, არის რისკი, რომ დავინფიცირდეთ. ასევე, კვლევებმა აჩვენა და სპერმაში ვირუსსის გენეტიკური მასალა აღმოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ გააღრმავა ეჭვი და პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ სქესობრივი კონტაქტითაც არის მაღალი რისკი, რომ დავინფიცირდეთ. მოკლევადიანი კონტაქტებისას, მაგალითად, ჩახუტება, გადაკოცნა, ხელის ჩამორთმევა, თუ ადამიანს არ აქვს გამონაყარი, ასეთ დროს ალბათობა, რომ დავინფიცირდეთ, ძალიან დაბალია. თუმცა, მე მაინც ვურჩევ მოსახლეობას, რომ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და ხელები შესაბამისი წესით დავიმუშაოთ. ამ წესების დაცვა მაიმუნის ყვავილის გარეშეც აუცილებელია. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, თუ ადამიანს აქვს გამონაყარი და ჩვენ შევეხებით ამ გამონაყარს, ახლო კონტაქტი გვექნება, დაინფიცირების რისკები, რა თქმა უნდა არსებობს.
– რამდენ ხანს შეიძლება იყოს ადამიანი გადამდები ისე, რომ არ იცოდეს, რომ დაავადებულია?
– ინკუბაციური პერიოდი შეიძლება რამდენიმე დღიდან სამ კვირამდე გაგრძელდეს. თუმცა, საშუალოდ, 1-2 კვირაა. ინკუბაციური პერიოდი კონტაქტიდან სიმპტომის გამოვლენამდე არსებულ პერიოდს ჰქვია. ადამიანი გადამდები ძირითადად ხდება ინკუბაციური პერიოდის ბოლო ორი დღე და სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. თუმცა, ყველაზე მეტად, მაშინაა გადამდები, როდესაც იწყება გამონაყარი. გამონაყარი კი ძირითადად სიმპტომების გამოვლენიდან, პირველი-მესამე დღის შემდეგ ვითარდება.
– რა ნიშნებით შეიძლება დაიწყოს დაავადება?
– თავდაპირველად, სიმპტომები ზოგადია. შეიძლება იყოს ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება და ამ ყველაფერს, საშუალოდ, მესამე დღიდან უკვე გამონაყარიც ერთვება. კლასიკურად, ე.წ. მაიმუნის ყვავილის დროს გამონაყარი სახიდან იწყებოდა და მთელ სხეულზე ვრცელდებოდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც წესი, გამონაყარი იწყება საზარდულიდან, გენიტალიების მიდამოდან და ვრცელდება მთელ სხეულზე. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, მაიმუნის ყვავილი საყურადღებო დაავადებაა, თუმცა მას არ აქვს უნარი, რომ ისე სწრაფად და აგრესიულად გავრცელდეს, როგორც კოვიდ-19. თუ ადამიანებს სხვადასხვა რისკის შემცველ ქვეყანაში ან ენდემურ კერაში მოგზაურობის ანამნეზი აქვთ და გაუფრთხილდებიან სხვების ჯანმრთელობას, ტემპერატურული რეაქციის ან გამონაყრის შემთხვევაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ივლიან და კლინიკას მიმართავენ, ამით ხელს შეუწყობენ, რომ დაავადება არ გავრცელდეს და თუ დაფიქსირდება, მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვქონდეს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეპიდაფეთქების პერიოდში, არაენდემურ ქვეყნებში ძალიან დაბალია ლეტალური გამოსავალი და თითქმის არც დაფიქსირებულა. ეს მიუთითებს იმას, რომ ძირითადად, ე.წ. მაიმუნის ყვავილის მსუბუქი შტამი ცირკულირებს, რომელსაც გართულების მაღალი რისკები არ აქვს. თუმცა, იმ ადამიანებთან, რომლებსაც ქრონიკული, ფონური დაავადებები აქვთ, მაინც საყურადღებოა.

წყარო: https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები