მაიკო წერეთელი: “Axis Towers-ი” სრულყოფილი პროექტი აღმოჩნდა, მან ყველას გული მოიგო

ჟურნალ “OK-ის” მთავარი რედაქტორი, მაიკო წერეთელი სოციალურ ქსელში დედაქალაქის ცენტრში მდებარე ტყუპი ცათამბჯენის, “Axis Towers-ის” შესახებ წერს. როგორც ის აღნიშნავს, “Axis Towers-მა” უკვე უამრავი ადამიანის გული მოიგო და საამაყოა, რომ ეს პროექტი 100%-ით ქართულია.

“არიან შენობები, რომლებიც თავის თავში ახალი ცხოვრების სტილის ფილოსოფიას ატარებენ, XXI საუკუნის გამოწვევებით ნაკარნახევი ფორმებითა და შინაარსით. მიხარია, ასეთი სრულყოფილი პროექტი რომ აღმოჩნდა “აქსის თაუერსი”, სიამაყის გრძნობა მაქვს, რომ 100% ქართული პროექტია. უამრავი “პოსტი” თუ “სთორი” მხვდება მის ფონზე გადაღებული საქართველოს თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან. ეს ნიშნავს, რომ მან ყველას გული მოიგო”,- წერს მაიკო წერეთელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები