ბრედ პიტი ისევ შეყვარებულია – ვინ არის მსახიობის რჩეული

ბრედ პიტი ისევ შეყვარებული. ინფორმაცია ამის შესახებ უცხოურმა ტაბლოიდებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გაავრცელეს, თუმცა პიტის რჩეულის ვინაობა ამ დრომდე უცნობი იყო.

როგორც ირკვევა, მსახიობის გული ფილმ “თვითმკვლელთა რაზმის“ გმირმა, ქერა ლამაზმანმა 26 წლის მარგო რობიმ მოიგო.

ბრედ პიტთან დაახლოებული პირები ამტკიცებენ, რომ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განშორების სკანდალის შემდეგ, მარგომ პიტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ახლა პიტი სავსეა ოპტიმიზმით. არსებული ინფორმაციით, ბრეტ პიტმა მარგო რობისადმი ინტერესი ანჯელინასთან განშორებამდე გამოავლინა, რამაც ანჯელინა წყობილებიდან გამოიყვანა.

ახლა კი, როცა პიტმა ოფიციალურად გააფორმა ანჯელინასთან განქორწინება, მთელ ყურადღებას მარგოს უთმობს. მსახიობს ის ფაქტიც არ აწუხებს, რომ მისი რჩეული წლების განმავლობაში სცენარისტ ტომ ეკერლის ხვდებოდა.

940x1230_1_df553991579a6614b475e66219f05ee7940x1230_0xc0a839a4_10637715641479545094

კომენტარები

სხვა სიახლეები