ბრედი და ლეონარდო ტარანტინოს ფილმის გადასაღები მოედნიდან – ვარსკვლავები რეტრო სამოსში

დასავლურ მედიაში ლეონარდო დიკაპრიოს და ბრედ პიტის ფოტოები გავრცელდა, რომლებიც კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზეა გადაღებული. როგორც ცნობილია, ტარანტინომ ორი მსოფლიო ვარსკვლავი ფილმში „Once Upon A Time In Hollywood“ (ერთხელ ჰოლივუდში) გააერთიანა. 43 წლის დიკაპრიო ამერიკელი ტელეშოუების ვარსკვლავის რიკ დალტონის როლს ასრულებს, ხოლო პიტი კლიფ ბუთს, დალტონის სუფლიორს თამაშობს. სცენარის მიხედვით, დიკაპრიოს პერსონაჟი მსახიობ შერონ ტეიტის გვერდით ცხოვრობს, რომლის მხეცური მკვლელობა ჩარლზ მენსონის სექტის მიერ, ფილმის ერთგვარი ფონი იქნება. ფილმი ეკრანებზე 2019 წელს გამოვა.
როგორც გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, მსახიობები რეტრო სამოსში არიან გამოწყობილები და იმ დროინდელი სექს-სიმბოლოების გარეგნობა აქვთ. დიკაპრიო, როგორც მას სჩვევია, ელეგანტურად ატარებს 60-იანებში მოდურ ტყავის პიჯაკს და როლინგს. ზოგიერთ ფოტოში კი, კამერამ ვინტაჟურ ავტომობილში მჯდარი ბრედ პიტიც დააფიქსირა, რომელსაც ყვავილებიანი პერანგი აცვია და გარშემომყოფებს მისი ჩვეული ფართო ღიმილით ეგებება.
კინოკრიტიკოსები და მაყურებლები უკვე მოუთმენლად ელიან ფილმის გამოსვლას, რადგან ამ მოლოდინს როგორც შესანიშნავი დუეტი ქმნის, ისევე უბადლო რეჟისორი-ტარანტინო.

კომენტარები

სხვა სიახლეები