ბლეიკ ლავლის მოდური სკანდალი – ვინ აყენებს მას შეურაცხყოფას?

Блейк Лайвли30 წლის ბლეიკ ლაივლი ახლა ნიუ-იორკს ესტუმრა, ვარსკვლავს ტოქშოუ და ინტერვიუ ჰქონდა დაგეგმილი. ჟურნალისტებთან შესახვედრად ვარსკვლავი და მისი სტილისტები საგულდაგულოდ მოემზადნენ. სულ რაღაც ერთი დღის განმავლობაში ბლეიკმა სამი სამოსი გამოიცვალა და პუბლიკას სამი სხვადასხვა სტილი უჩვენა.

Блейк Лайвлиმსახიობი ახლა ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ მისი როლების ან სამოსის გამო, არამედ ჰარვი ვეინშტეინის საქმის გამოც არის. ბლეიკმა თავისი წვლილიც შეიტანა ჰარვის სექს -სკანდალში, როდესაც მოჰყვა თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებდა მას გრიმიორი.

Блейк Лайвли„დაუშვებელ რამეებს მეუბნებოდა, დაჟინებით მთხოვდა რომ პომადა თითით წაესვა ჩემთვის. ერთხელაც გადაღებისას ღამე ჩამეძინა და როდესაც გავიღვიძე დავინახე, რომ ფოტოებს მიღებდა. მე ჩაცმული ვიყავი, მაგრამ ეს მაინც საშინელი ფაქტია”, – განაცხადა მსახიობმა, მან ასევე ყურადღება გაამახვილა რომ პროდიუსერებმა მისი სიტყვები სერიოზულად არ აღიქვეს და ყურადღება არ მიაქციეს.

Блейк Лайвли

კომენტარები

სხვა სიახლეები