ბერა: ჩემი გული თავისუფალია

ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. ჩემი გული თავისუფალია, – ამის შესახებ რეპერმა ბერა ივანიშვილმა ჟურნალ “სარკესთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც რეპერმა აღნიშნა, მისთვის, ამ ეტაპზე, საქმე დგას წინ და არა პირადი ცხოვრება.
„ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. ჩემი გული თავისუფალია. მაქვს ბედნიერება, რომ საზოგადოებამ მოისმინოს ჩემი მუსიკა. ბედნიერი ვარ ჩემი გულშემატკივრების სიმრავლით, შეიძლება ჩემზე ბევრად ნიჭიერ მომღერალს არ ღირსებია მსგავსი ყურადღება. მინდა, ვისარგებლო ამ მომენტით და ბოლომდე დავტკბე ამ წუთებით. თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ვარ საქმეზე. დღეში 24 საათი მინდა ვიმუშაო. აი, ეს არის მნიშვნელოვანი და ჯერჯერობით, არა პირადი ცხოვრება“, – აღნიშნა ბერამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები