“აცრას ალტერნატივა არ აქვს, თუ გინდა დასრულდეს პანდემია” – ნინა პერტენავა

​აცრას ალტერნატივა არ აქვს, თუ გინდა დასრულდეს პანდემია, – წერს influencer.ge-ს დამფუძნებელი ნინა პერტენავა სოციალურ ქსელში და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

“იცით ტიტანიკის კატასტროფის პირველი მიზეზი რა იყო? სიახლოვეში იდგა გემი “კალიფორნია” ღამე არ მოძრაობდა და ფრთხილობდა, რადგან იყო უამრავი ყინულის ნატეხი და აისბერგი წყალში, ღამე კი ძალიან ბნელი. “კალიფორნიამ” გაგზავნა შეტყობინება “ტიტანიკზე” რომ ის ძალიან სწრაფად მოძრაობდა საშიშ გარემოში. რადიატმა მიიღო რა კაპიტნისთვის განკუთვნილი შეტყობინება, გადადო, რომ დილით მივაწვდიო და გააგრძელა მგზავრების დეპეშების გაგზავნა, სულ მალე კი მოხდა ის, რაც ყველამ იცის, როგორც უდიდესი ტრაგედია. ხოდა დღესაც არის ის ინფორმაცია, რაც გაადარჩენს უამრავ ადამიანს, მაგრამ “რადისტები” არ აწვდიან ან უშლიან ხელს სწორი ინფორმაციის გავრცელებას. აცრას ალტერნატივა არ აქვს, თუ გინდა დასრულდეს პანდემია! #ავიცრათერთმანეთისთვის” – წერს ნინა პერტენავა “ფეისბუქზე”.

კომენტარები

სხვა სიახლეები