ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს დაურეკა – ყოფილი მეუღლეები მათ შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაზე შეთანხდნენ

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ერთმანეთს გაეყარნენ, მათ შორის არსებული სადავო საკითხების მშვიდ ვითარებაში მოგვარებაზე შეთანხდნენ. ამის შესახებ გამოცემა “People” იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჯოლიმ პიტს დაურეკა, რასაც მისი ყოფილი მეუღლე სიხარულით შეხვდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბრედმა და ანჯელინამ ბავშვების მომავალზე ისაუბრეს.
„მათ ბავშვებზე ისაუბრეს. შეთანხდნენ, რომ ორივეს ინტერესებშია ცივილიზებული ურთიერთობების შენარჩუნება. თუმცა გაყრასთან დაკავშირებით ყველა სადავო საკითხის მოგვარებისგან ჯერჯერობით შორს არიან“, – განუცხადა “People”-ს ბრედის და ანჯელინას ერთ-ერთმა ახლობელმა.
ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან გაყრაზე განცხადება სასამართლოში 2016 წლის სექტემბერში შეიტანა. ამის მიზეზად ანჯელინამ ბავშვთა აღზრდის საკითხში ბრედთან აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა დაასახელა. გარდა ამისა, ჯოლი აცხადებდა, რომ ბრედ პიტი დიდი ოდენობით ალკოჰოლს და ნარკოტიკს იღებს, თუმცა ექსპერტიზამ კინოვარსკვლავის სისხლში აკრძალული პრეპარატები ვერ აღმოაჩინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები