ადრიანა ლიმა Victorias Secret-ის გრანდიოზული ჩვენებისთვის ემზადება (ვიდეო)

ადრიანა ლიმა Victorias Secret-ის გრანდიოზული ჩვენებისთვის ემზადება. ბრაზილიელი მოდელი დროის დიდ ნაწილს სავარჯიშო დარბაზში ატარებს.
35 წლის ლიმა კრივით არის გატაცებული და რამდენიმე წელია სპორტის ამ სახეობას აქტიურად მისდევს.
ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მოდელმა დარბაზში ტელეკამერები დააშვებინა და კრივში საკუთარი შესაძლებლობები მედიის წარმომადგენლებს აჩვენა. Victorias Secret-ის შოუს პარიზში 30 ნოემბერს ჩაწერენ, ტელევიზიები კი 5 დეკემბერს უჩვენებენ.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=RCb20x6W6WY[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები