გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო

282
SHARE

ინგრედიენტები: საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო – 1 ცალი, ყველი – 100 გრ. რძე – 50 მლ. კარაქი – 25 გრ. ფქვილი – 1 ს/კ. მუსკატის კაკალი, მარილი.
მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტო გავაცალკევოთ და მარილიან მღუღარე წყალში ჩავყაროთ. კარაქი ტაფაზე გავადნოთ, ფქვილი დავუმატოთ და ავურიოთ. რძე დავასხათ, თან ვურიოთ. შემდეგ მუსკატის კაკალი დავუმატოთ, მარილი მოვაყაროთ. სოუსი დაბალ ცეცხლზე 10 წუთი დავტოვოთ, სანამ არ შესქელდება. ღუმელი 180 გრადუსსამდე გავახუროთ. გამოსაცხობ ფორმას კარაქი წავუსვათ, კომბოსტო დავალაგოთ, სოუსი მოვასხათ, ყველი მოვაყაროთ და 30 წუთი ღუმელში დავტოვოთ.

FB კომენტარები

კომენტარი