11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს მიაღწევთ იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. თუ განწყობაზე არ ხართ, გარშემო მყოფებს ნუ აგრძნობინებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. შეყვარებულებმა ქორწინების თარიღი შეარჩიეთ. საღამოს კარგია მასაჟი.

კურო
დილა უმჯობესია, არა ყავით, არამედ 15-წუთიანი ვარჯიშით დაიწყოთ. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

ტყუპი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. მოერიდეთ ემოციურ დაძაბულობას; უმნიშვნელო უსიამოვნების გამო ნუ ჩავარდებით დეპრესიაში. თუ ცუდ განწყობაზე ხართ, პაემანი სხვა დღისთვის გადადეთ.

კირჩხიბი
ეცადეთ, პირად ცხოვრებაში მომხდარმა გაუგებრობამ ხელი არ შეგიშალოთ მუშაობაში, სწავლაში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი საჩუქარს მიიღებს. ზოგიერთს სასიამოვნო ნაცნობობა ელის.

ლომი
სამსახურის საქმეებისა და საოჯახო ვალდებულებების მიუხედავად, მზრუნველობას ნუ მოაკლებთ ოჯახის წევრებს. ეცადეთ, მივლინებამ სხვა საქმეებს არ შეუშალოს ხელი. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ქალწული
ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ბავშვები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვენ. უსიამოვნებების გარეშე მოაგვარებთ სამსახურის საქმეებს. დღეს გაცნობილი ადამიანები მომავალშიც გამოგადგებიან.

სასწორი
სამსახურში იმდენი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, რომ კოლეგებთან ჭორაობს ვერ მოახერხებთ. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მეტი იმოძრავეთ, განსაკუთრებით, თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

მორიელი
გადაუდებელი და საჩქარო საქმეები არ გელით. შეგიძლიათ მეტად დაისვენოთ, ოჯახურ გარემოში დაისვენოთ. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო მომენტებით იქნება აღსავსე.

მშვილდოსანი
დილა ვარჯიშით, სირბილით დაიწყეთ. საინტერესო საქმიან წინადადებს მიიღებთ და უარს ნუ იტყვით. მოერიდეთ სიტუაციის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. პირიქით, დაეხმარეთ სასურველის მიღწევაში.

თხის რქა

მოერიდეთ უსიამოვნო ფიქრებს, სიტუაციებს; ნუ ჩავარდებით დეპრესიაში, თუ ვიღაც არ გაამართლებს თქვენს იმედს. სასიამოვნო ნაცნობობა და პერსპექტიული საქმიანობა გელით.

მერწყული
მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. სამსახურის საქმეების პარალელურად საოჯახო და სანათესავო საკითხებიც გექნებათ მოსაგვარებელი. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით.

თევზები
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების მიმართ. რომანტიკული ნაცნობობა თქვენს პირად ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები